განაცხადი



ქართული ენის წრე ,,მკითხველი"

სსიპ  ვახტანგ  გზირიშვილის სახელობის ქალაქ  თბილისის  #17 საჯარო  სკოლის II კლასის      მოსწავლეებისათვის,  2019 წლის ოქტომბრიდან  ჩამოყალიბდა უფასო ლიტერატურული  წრე  (I სემესტრის განმავლობაში), რომლის მიზანიამხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგებისა  და   გააზრების უნარის განვითარება;კითხვის ტექნიკის გაძლიერება;ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ანალიზის, მსჯელობის, არგუმენტირებისა და დასკვნების გამოტანის უნარების   განვითარებისთვის ხელშეწყობა .
      საწრეო  მუშაობისას გამოვიყენებთ საინტერესო მეთოდებსა და  აქტივობებს,  ასევე  მრავალფეროვან რესურსებს.  შეხვედრები  გაიმართება  კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს,  მეხუთე გაკვეთილზ.  დრო: 12:00   12:40 ( 40 წუთი).
      წრის მუშაობას ხელმძღვანელებს:დაწყებითი კლასების ქართული ენისა და  ლიტერატურის 
მასწავლებელი-მაია მამულაშვილი .
       მოსწავლეებს მოეწონათ ეს იდეა  და სურვილი გამოთქვეს წრეში გაერთიანების შესახებ. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს მათმა მშობლებმაც. გავაფორმეთ ხელშეკრულებები(დირექციასთან შეთანხმებით).




             მათემატიკის წრე - ,,პატარა მათემატიკოსები"

 სსიპ  ვახტანგ  გზირიშვილის სახელობის ქალაქ  თბილისის  №17 საჯარო  სკოლის II ბ კლასის
 მოსწავლეებისათვის,  2019 წლის ოქტომბრიდან  ჩამოყალიბდა უფასო წრე - ,,პატარა  მათემატიკოსები (სემესტრის განმავლობაში), რომლის მიზანია:
          მოსწავლეთათვის აზროვნებისმსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთებისმოვლენებისა და ფაქტების     ანალიზის უნარის განვითარებაკერძოდ:
         მოსწავლემ შეძლოს ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები,        რიცხვითი სახელები,  რაოდენობები და რიგი.  ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა,  რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.  განახევროს-გააორმაგოს მოქმედებები.  დააკავშიროს შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.  შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 20-ის ფარგლებში.  შეძლოს  რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებებს (მიმდევრობებს) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება. შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი ამოცანების ამოხსნისას.  გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
    საწრეო მუშაობისას გამოვიყენებთ მრავალდეროვან რესურსებსა და აქტივობებს,ასევე საინტერესო მეთოდებს,რაც შექმნის წინაპირობას მოსწავლისათვის მათემატიკისადმი ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად. ხელი შეეწყობა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
           საწრეო შეხვედრები   გაიმართება ყოველი  კვირის სამშაბათს,  მეექვსე გაკვეთილზე.   დრო:
 12:50 13:30 ხანგძლივობა, 40 წუთი.
   წრის მუშაობას უხელმძღვანელებსდაწყებითი  კლასების  მათემატიკის მასწავლებელი-
მაია მამულაშვილი .
                 მოსწავლეებს მოეწონათ ეს იდეა  და სურვილი გამოთქვეს წრეში გაერთიანების შესახებ. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს მათმა მშობლებმაც. გავაფორმეთ ხელშეკრულებები(დირექციასთანშეთანხმებით).   ჩავატარეთ პირველი შეხვედრა.




ბუნებისმეტყველების წრე  ,,პატარა ბუნების მოყვარულები"




       სსიპ  ვახტანგ  გზირიშვილის სახელობის ქალაქ  თბილისის  №17 საჯარო  სკოლის II ბ კლასის მოსწავლეებისათვის,2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაფუძნდა წრე  „პატარა ბუნების  მოყვარულები“, რომლის  მიზანია  მოსწავლეებისთვის  აზროვნების, მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების  განვითარება, მოსწავლეებში ბუნებისმეტყველებისადმი ინტერესის
 გაღვივება, ცოდნის გაღრმავება და კვლევითი უნარების განვითარება.
       მოსწავლეები იმუშავებენ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაზე. მრავალფეროვანი თვალსაჩინოება,  კვლევა-ძიებისთვის განკუთვნილი
 სავარჯიშოები,საკუთარი დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები დადებით
 სასწავლო მოტივაციას შეუქმნის მოსწავლეებს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და
სახალისოს გახდის ბუნებისმეტყველების გაკვეთილებს.
       შეხვედრები  გაიმართება   ყოველ ორშაბათს14 საათზე.
       წრის მუშაობას ხელმძღვანელებს   ბუნების  მასწავლებელი მაია მამულაშვილი" 









No comments:

Post a Comment